ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა – ტიმოშჩუკი მოღალატედ გამოცხადდა და ყველა ჯილდო ჩამოართვეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც 34 ადამიანი მოღალატედ გამოცხადდა და ჯილდოები ჩამოერთვათ.
ამ სიაში მოხვდა უკრანის ნაკრების ყოფილი კაპიტანი ანატოლი ტიმოშჩუკი, რომელიც რუსული “ზენიტის” მწვრთნელის თანაშემწეა და თანამდეობა არც ომის დაწყების შემდეგ არ დაუტოვებია.
სიაში ასევე მოხვდნენ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, “არსენალის” ყოფილი მფლობელი ვადიმ რაბინოვიჩი, პროკურორები, მხატვრები და სხვა ადამიანები.
ტიმოშჩუკს ჩამოერთვა ყველა ტიტული, ჯილდო, საპატიო წოდება, სამწვრთნელო ლიცენზია და სამუდამოდ აუკრძალეს უკრაინის ტერიტორიაზე საფეხბურთო საქმიანობა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში