ყოფილი პრემიერ–მინისტრი, გიორგი გახარია:
რაც შეეხება მანდატების საკითხს – ბევრჯერ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ჩვენი ლეგიტიმაცია ამ პარლამენტს არ ექნება, ეს ერთი, მეორე – ამას ჩვენ როგორი ფორმით გავაკეთებთ, ეს არავისი საქმე არ არის. ჩვენ არ ვექვემდებარებით წნეხს არც ნაცებისგან, არც ოცნებისგან, რისი მცდელობებიც დღეს ერთი მხრიდანაც არის და მეორე მხრიდანაც, ვურჩევდი თავის საქმეს მიხედონ. მე ძალიან კარგად მახსოვს და არ მინდა გავახსენო 2020 წლის არჩევნები და მე მაშინ, სხვა მხრიდან უყურებდი ამ ამბავს. ძალიან კარგად მახსოვს ის ხალხი, რომელიც იფიცებოდა, მანდატები ჩახსნა და მერე მშვენივრად შეცუნცულდნენ. თავის თავს მიხედოს ყველამ. ჩვენი პრაგმატული პოზიცია რაშია – ჩვენ არ ვექვემდარებით არც ნაციონალებს წნეხს და არც ოცნებას ჩავუგდებთ ხელში ბერკეტს საბოლოო ჯამში თავისი კენჭისყრით გადაწყვიტოს, როცა მოუნდება მაშინ, მომიხსნის ამ მანდატს თუ არ მომიხსნის. რატომ უნდა გავხდე მოწყვლადი, ან ნაცების რაღაცა ჯგუფურ რიტუალებზე, ან ოცნებას რატომ ჩავუგდო ხელში წინასწარ ის ინსტრუნტი, რომლითაც უნდა გამოვიდეს და სისულელეები ილაპარაკოს. რაც შეეხება დაფინანსებას, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელსაც დაფინანსების ყველა გზა გადაგვიკეტეს… რატომ არ ეკითხებით სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომლებსაც არჩევნების წინ მილიონები გამოუჩნდათ – ძალიან დიდი ეჭვი მაქვს საიდან გამოუჩნდათ მილიონები. ჩვენ როცა ვამბობთ, რომ ლეგიტიმაციას არ მივცემთ პარლამენტს, ეს იმას ნიშნავს, რომ დაფინანსებასაც არ მივიღებთ, რა ფორმით გავაკეთებთ და როგორ, ეს არავისი საქმე არ არის, მით უმეტეს იმ ოპოზიციური პარტიების, რომლებმაც, სჯობს თავის თავს მიხედონ.