“პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” ხელმძღვანელი, დიმიტრი ლორთქიფანიძე:
სააკაშვილი კი აგრძელებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე კერძო სამედიცინო კლინიკაში ნებივრობას და ეს მას სასჯელის ვადაში ეთვლება(!), რაც სავსებით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში აყენებს ათასობით მსჯავრდებულ პირს, ვინც სასჯელს, განსხვავებით მიშასგან, ციხეში იხდის და არა ორპალატიან ლუქსში, მზრუნველი მედდებითა და ექთნებით გარშემორტყმული! მ/ წლის 6 აგვისტოს, წერილობით მივმართე სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით , თუ რა თანხა იქნა გახარჯული მსჯავრდებულ სააკაშვილზე, მისი კერძო კლინიკა “ვივა მედში” მოთავსების დღიდან 6 აგვისტომდე პერიოდში, რაზეც პასუხი დღემდე არ მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ადმინისტეაციული კოდექსით პასუხი მაქსიმუმ ერთი თვის ვადაში უნდა მიგვეღო! არ ვიცი, ვინ აფარებს ხელს სააკაშვილს, მაგრამ ფაქტია, ჩვენი გადასახადებით ფირმირებული ბიუჯეტიდან ძალზე სოლიდური თანხა ხმარდება როგორც სააკაშვილის განცხრომაში “ჯდომას” , ასევე იმ ყოველ საწოლ-დღეს, რომელიც ზემოაღნიშნული კლინიკის მეპატრონის ფინანსურ სარგებელსაც გულისხმობს! იქნებ, საჯარო პოსტის შემდეგ მაინც ინებოს კეთილი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და გასცეს საჯარო ინფორმაცია! სპეციალური პენიტენციური სამსახური