AS: მადრიდში დარწმუნებულნი არიან, რომ 2025 წელს დევისი “რეალში” გადავა

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, “რეალში” დარწმუნებულნი არიან, რომ 2025 წლის ზაფხულში “ბაიერნის” 24 წლის კანადელი მცველი ალფონსო დევისი მადრიდულ გრანდში ჩაირიცხება.
ფეხბურთელს ამ ზაფხულს მიუნხენელებთან კონტრაქტი ეწურება, მაგრამ ბოლო პერიოდში მისმა აგენტმა “რეკორდმაისტერთან” ახალ შესაძლო კონტრაქტზე ისაუბრა.
ამის მიუხედავად, “ბლანკოსში” მიაჩნიათ, რომ დევისი არჩევანს “რეალის” სასარგებლოდ მიიღებს და ზაფხულში “სანტიაგო ბერნაბეუს” მიაშურებს.
ინფორმაციისთვის, კანადელმა მიმდინარე სეზონში “ბაიერნის” ფორმა ყველა ტურნირზე 15 შეხვედრაში მოირგო, სადაც სამი ასისტი მიითვალა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში