– ახალი პრეზიდენტი იქნება ქართველი პატრიოტი – როგორც აღმოჩნდა, ესაა ყველაზე მთავარი კრიტერიუმი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა ის იქნება „ქართველი პატრიოტი“.
მისივე თქმით, პრეზიდენტის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ჩატარდება.
პაპუაშვილის განმარტებით, პრეზიდენტის ინაუგურაციაც საკანონმდებლო ორგანოში გაიმართება.
„ერთი რამის თქმა შემიძლია, ეს იქნება ქართველი პატრიოტი. ეს არის, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მთავარი კრიტერიუმი. პატრიოტიზმი ეს არ არის მხოლოდ გულში მჯიღის სმა, ეს არის საკუთარი სამშობლოს და სახლის წინაშე პასუხისმგებლობის გააზრება, რომელიც აღმოვაჩინეთ, რომ წინა პრეზიდენტებს არ ჰქონდა, განსაკუთრებით მოქმედს, რომელიც ვერ შედგა ქართველად, საბოლოო ჯამში. ეს არის მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ წავაწყდით. რაც შეეხება კანდიდატურას – ჯერ ჩვენ დავასახელებთ ს თარიღს და ყველაფერი პროცედურის მიხედვით იქნება. ქართველ ხალხს ეყოლება ღირსეული პრეზიდენტი. გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ გვაქვს.
არჩევნები შედგება პარლამენტის შენობაში. მას ჩაატარებს . საარჩევნო უბანი სხდომათა დარბაზში მოეწყობა,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ გელოვანი: ხელისუფლებამ ჩვენს წინააღმდეგ მასიურად გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები, რამაც ფაქტობრივად შეიწირა ბევრი ადამიანის ჯანმრთელობა, მათ შორის, კი ჩემი მხედველობა

კახა კალაძე თინა ბოკუჩავას განცხადებაზე – შეიძლება განვიხილოთ პირდაპირ ზეწოლად საკონსტიტუციო სასამართლოზე, თუმცა სასამართლო დამოუკიდებელია, ისინი იმსჯელებენ, დაეყრდნობიან კონკრეტულ ფაქტებს