იტალია და ნიდერლანდები აცხადებენ, რომ ჰააგის სასამართლოს განკარგულებებს შეასრულებენ და ბენიამიმ ნეთანიაჰუს და იოავ გალანტს დააკავებენ

რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის იტალიამ და ნიდერლანდებმა, განაცხადეს, რომ ს პრემიერ-მინისტრს, ს და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, იოავ გალანტს დააპატიმრებენ, თუ ისინი მათი ქვეყნების ტერიტორიაზე შევლენ, – ინფორმაციას The Telegraph-ი ავრცელებს.
„მოგვიწევს მათი დაპატიმრება“, – განაცხადა იტალიის თავდაცვის მინისტრმა, გვიდო კროზეტომ მედიასთან საუბარში.
მისი თქმით, ეს არ არის პოლიტიკური არჩევანი, მაგრამ იტალია, როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი, ვალდებულია, სასამართლოს მიერ გაცემული ორდერების მიხედვით იმოქმედოს.
ნიდერლანდების მთავრობაში ასევე განაცხადეს, რომ დაკავების ორდერების შესაბამისად იმოქმედებენ.
შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ს პრემიერ-მინისტრის, სა, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტისა და „ჰამასის“ ლიდერის, იბრაჰიმ ალ-მასრის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ არსებობს „გონივრული საფუძველი“ იმის დასაჯერებლად, რომ მათ ეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს