მე-11 მოწვევის პარლამენტი ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხზეც იმსჯელებს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს ახალი პრეზიდენტის არჩევის საკითხიც განმარტა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის არჩევის თარიღი ჩაინიშნება, რის შემდეგაც აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება.
„მოკლედ მოგახსენებთ პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით. თარიღი ჩაინიშნება. ამის შემდეგ უკვე ერთვება პროცესში, რომელიც ატარებს ზოგადად ამ არჩევნებს. თარიღის დანიშვნის შემდეგ, ცესკო აყალიბებს საარჩევნო კოლეგიას, რომელიც 300 წევრისგან შედგება. მათ შორის არის 150-ვე პარლამენტის წევრი, ხოლო მეორე ნახევარი, 150 ყალიბდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 20 წევრისგან, აჭარის უმაღლესი საბჭოს 21 წევრისგან და დარჩენილი 109 წევრი უკვე ყალიბდება თვითმმართველობის წარმომადგენლებისგან, 2021-2022 წელს პარტიების მიერ მიღებული მხარდაჭერის პროპორციის შესაბამისად. ამ პროპორციასაც დაადგენს ცესკო. ეს არის ის პროცედურები, რომელიც ჩვენ გველის მომავალ კვირას და მნიშვნელოვანი მომენტია ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ამომრჩევლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ინტერესით ელოდება მომავალ კვირას“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

კალაძე: საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებენ, რომელიც მთაწმინდის ფერდის გამწვანების სამუშაოებს მოიცავს

ადვოკატი: ეს ქალბატონი საკმაოდ კარგი მძღოლი არის. კარგად იცის მართვა. ეს არა არის ​განზრახი დანაშაული. მაგრამ ხანდახან ხდება ხოლმე… ეს იყო ტექნიკური შეცდომა, მანქანის პატარა ნაწილის გაუმართაობა, რამაც შემდგომ გამოიწვია ეს ყველაფერი