იტალიურმა კლუბმა ერთ დღეში ორი მწვრთნელი დაითხოვა

იტალიის სერია D-ს ბინადარმა “პიაჩენცამ” ერთ დღეში ორი მწვრთნელი დაითხოვა. თავდაპირველად, გუნდმა გვაუწყა, რომ სპორტული დირექტორი ალესიო სესტა და მთავარი მწვრთნელი კარმინ პარლატო გაათავისუფლა.
იმავე დღეს კლუბის ახალ მწვრთნელად სიმონე ბენტივოლიო გამოაცხადეს, მაგრამ ეს სულ რამდენიმე საათს გაგრძელდა. ბენტივოლიო 2011 წელს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობდა, რის გამოც “პიაჩენცას” ფანებმა მისი დამრიგებლად დანიშნა გააპროტესტეს, აქცია გამართეს და კლუბს მალევე ამ ადამიანის გათავისუფლება მოუწია.
“პიაჩენცამ” ახალი მწვრთნელი იმავე დღეს დაასახელა და ეს პოსტი სტეფანო როსინიმ დაიკავა.