უდაბნოს მტვრის გამო თბილისსა და რუსთავში დაბინძურებული ჰაერია

21 ნოემბრიდან საქართველოს დედაქალაქში და ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც გარემოს ეროვნული სააგენტოს განმარტებით, ძირითადად ტრანსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთ, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების მცირედ გავრცელებით არის განპირობებული.
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ჰაერი ყველაზე დაბინძურებული თბილისში და რუსთავშია.
კერძოდ ქალაქ თბილისში აღმაშენებლის გამზირზე 101.41PM10 მკგ/მ3-ია აღნიშნული მაჩვენებელი 100-დან ზემოთ უკვე ძალიან ცუდ ხარისხად ითვლება, 50-დან ზემოთ კი ცუდად, 57.55 PM2.5 მკგ/მ3, ამ შემთხვევაში კი უკვე ძალიან ცუდ ხარისხად 50-ზე ზემოთ მაჩვენებელი ითვლება.
ქალაქ რუსთავში მეგობრობის გამზირზე #35ა მაჩვენებლები 77.95PM10 მკგ/მ3-ია 50.74PM2.5 მკგ/მ3-ია. ს ქუჩაზე მაჩვენებლები 102.82 PM10 მკგ/მ3-ია 69.18PM2.5 მკგ/მ3-ია.
PM დამბინძურებლები ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკებია, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორი ჯგუფად იყოფა PM10 (მტვრის მყარი შეწონილი ნაწილაკები