კიმ ჩენ ინი – არსებული სიტუაცია ნებისმიერ მომენტში შეიძლება ყველაზე დამანგრეველ თერმობირთვულ ომში გადაიზარდოს

კორეის ნახევარკუნძულზე არსებულმა რთულმა ვითარებამ შეიძლება ყველაზე დამანგრეველი თერმობირთვული ომი გამოიწვიოს, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა.
„არასოდეს ყოფილან კორეის ნახევარკუნძულზე კონფლიქტის მხარეები ასეთ საშიშ და მწვავე დაპირისპირებაში, ისეთ სიტუაციაში, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს ყველაზე დამანგრეველ თერმობირთვულ ომში“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებმა მხოლოდ დაარწმუნა კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომ ვაშინგტონის მტრული პოლიტიკა არ შეიცვლება.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენის აპარატი – დეზინფორმაციაა, თითქოს აქციაზე დაკავებული ისეკო დევიძე სახალხო დამცველის წარმომადგენელმა არ მოინახულა – პატიმარს პირადად სახალხო დამცველთან შეხვედრის მოთხოვნა არ დაუფიქსირებია