მედია – უკრაინის უმაღლესი რადას სხდომა გაუქმდა, სახალხო დეპუტატები გსამთავრობო კვარტალზე შესაძლო თავდასხმის შესახებ გააფრთხილეს

უკრაინის უმაღლესმა რადამ 22 ნოემბერს დაგეგმილი სხდომა გააუქმა, სახალხო დეპუტატები სამთავრობო კვარტალზე რუსეთის მხრიდან დარტყმის საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დეპუტატები გააფრთხილეს დაბომბვის საფრთხის შესახებ და მოუწოდეს შეზღუდონ მათი და მათი ოჯახების ყოფნა სამთავრობო კვარტალში.
უმაღლესმა რადას შეხვედრის გაუქმებას უკრაინელი დეპუტატი ოლექსი გონჩარენკოც ადასტურებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – გენერალურ პროკურატურაში გადაწყვეტილება არ არის მიღებული, გაუფორმდება თუ არა რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება – ასევე, ამ საკითხზე არანაირი არაფორმალური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა – მათგან 17 862 აბიტურიენტი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩაირიცხა