“უკრაინაზე იერიში ახალი ბალისტიკური რაკეტით მივიტანეთ” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, 21 ნოემბრის დილას რუსეთმა უკრაინის ქალაქ დნეპრზე იერიში საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტა “ორეშნიკით” მიიტანა. პუტინის თქმით, ეს ახალი რაკეტის საცდელი გაშვება იყო, – რუსეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ სატელევიზიო მიმართვაში ილაპარაკა.
“21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებების დროს ასევე გამოცადეს ერთ-ერთი უახლესი რუსული საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემა. ამ შემთხვევაში, ბალისტიკური რაკეტა არაბირთვული ჰიპერბგერითი ქობინით”, – თქვა პუტინმა მიმართვაში.
პუტინის თქმით, ახალი რაკეტა რუსეთმა უკრაინის მხრიდან ამერიკული და ბრიტანული წარმოების იარაღის თავდასხმების საპასუხოდ გამოიყენა.
იქამდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, 21 ნოემბერს დილით, რუსეთმა უკრაინაზე იერიში მიიტანა, რა დროსაც კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა გამოიყენა. უკრაინელი სამხედროების განცხადებით, თავდასხმას მნიშვნელოვანი შედეგები არ მოჰყოლია. ამავე დროს, -ში განაცხადეს, რომ რუსეთმა დნიპროში საშუალო რადიუსის ექსპერიმენტული რაკეტა გამოიყენა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: კოსმოსი, ივანიშვილი და უცხოპლანეტელები – რას ასწავლიან მილიარდერის უნივერსიტეტში – ქალი სტალინის ხატით ხელში საზოგადოებამ ცხრა წლის წინ,  გადაცემა “პროფილიდან” გაიცნო (ვიდეო)

ანდრეი სიბიგა: გააწანით რუსეთს სილა მართლაც მკაცრი სანქციებით და პუტინს სხვა არჩევანი არ ექნება, გარდა იმისა, რომ შეაჩეროს ომი – რუსეთი ვერ მოიქნევს მსოფლიოს, როგორც კუდი ვერ მოიქნევს ძაღლს

ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე