რუსეთის სიღრმეში დარტყმების შემდეგ კონფლიქტი გლობალური გახდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელევიზიო გამოსვლის დროს განაცხადა.
“ამ მომენტიდან, როგორც არაერთხელ ხაზი გაგვისვია, აქამდე დასავლეთის მიერ უკრაინაში პროვოცირებულმა კონფლიქტმა გლობალური ხასიათის ნიშნები მიიღო”, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, რუსეთი უფლებას იტოვებს იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ გამოიყენოს იარაღი, რომლებიც უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ იარაღის გამოყენების უფლებას აძლევენ.
“საშუალო და ახლო სიშორის რაკეტების შემდგომი განლაგების საკითხი ჩვენს მიერ გადაწყვეტილი იქნება აშშ-სა და მისი სატელიტების ქმედებებზე დაყრდნობით. ჩვენი უახლესი სარაკეტო კომპლექსების შემდგომი ცდების დარტყმის ობიექტები ჩვენს მიერ იქნება განსაზღვრული რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების საფრთხეებიდან გამომდინარე. ვთქვით, რომ უფლება გვაქვს ჩვენი იარაღი გამოვიყენოთ იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ჩვენი ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების უფლებას იძლევიან. ხოლო აგრესიული ქმედებების ესკალაციის შემთხვევაში ასევე გაბედულად და სარკისებრ ვუპასუხებთ,” – განაცხადა პუტინმა.
მან ასევე “დაფიქრება ურჩია” იმ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ თავისი სამხედროების გამოყენების “გეგმებს აწყობენ”.