პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ უახლესი სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ გამოიყენეს

რუსმა სამხედროებმა 21 ნოემბერს უკრაინის წინააღმდეგ უახლესი საშუალო სიშორის სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ გამოიყენეს. ამის შესახებ ს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ვიდეომიმართვის დროს განაცხადა. მისი თქმით, ბალისტიკურმა რაკეტამ დარტყმა მიაყენა დნეპროპეტროვსკში მდებარე ერთ-ერთ უმსხვილეს სამხედრო ობიექტს.
უახლესი რუსული რაკეტები სამიზნეებს წამში 2-3 კილომეტრის სიჩქარით უტევენ, მტრის ხელთ არსებულ სარაკეტო თავდაცვის სისტემებს კი არ ძალუძთ მათი ჩამოგდება.
პუტინის თქმით, რუსეთმა საშუალო სიშორის ბალისტიკური რაკეტა „ორეშნიკი“ ს მიერ მის ტერიტორიაზე ამერიკული და ბრიტანული წარმოების რაკეტების გამოყენების პასუხად გამოიყენა.
პუტინის მტკიცებით, სარაკეტო დარტყმა მიადგა „სამხრეთ მანქანათმშენებლობის ქარხანა“ (იუჟმაშს)- სარაკეტო-კოსმოსური ტექნიკის უმსხვილეს მწარმოებელ ქარხანას.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 21 ნომებრის გამთენიისას ს ჯარებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს ქალაქ დნეპრის საწარმოებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ასტრახანის ოლქიდან გაშვებული იყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, ტამბოვის ოლქიდან, გამანადგურებელ მიგ-31კ-დან – აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“ და ვოლგოგრადის ოლქიდან, ტუ-95მს ტიპის ბომბდამშენებიდან – შვიდი ფრთოსანი რაკეტა Х-101.

ოფიციალური მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ექვსი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.