“ჩელსი” და “ბარსელონა” “ახალი მარსელოთი” დაინტერესდნენ

As-ის ცნობით, “ჩელსი” და “ბარსელონა” “სანტოსის” 18 წლის მარცხენა მცველით, ჟუან ვიკტორ დე სოუზათი დაინტერესდნენ. თუ “ჩელსიმ” ტრანსფერი გაჩარხა, ფეხბურთელს იჯარით “სტრასბურგში” გაუშვებს. მისი შეძენა აგრეთვე ს ერთ კლუბს უნდა.
“სანტოსი” ჟუან ვიკტორ დე სოუზასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე აწარმოებს მოლაპარაკებას, რომელიც 2025 წლის მაისამდე აქვთ გაფორმებული.
ჟუანი ბრაზილიაში თავის პოზიციაზე ერთ-ერთ პროგრესირებად ფეხბურთელად მიიჩნევა და იმედი აქვთ, რომ ნაკრებში მარსელოს მემკვიდრე გახდება.