უკრაინის ცნობით, რუსეთმა ომში პირველად გამოიყენა კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, 21 ნოემბრის დილას, დნიპროზე შეტევისას, რუსეთმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა.
უკრაინის თავდაცვის ძალების ცნობით, კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა ასტრახანის რეგიონიდან იქნა გაშვებული. მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ არის.
უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია РС-26 Рубеж-ის ტიპის საშუალო რადიუსის რაკეტაზე, რომელსაც პოტენციურად, ბირთვული ქობინების გადატანა შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში ის ბირთვული ქობინების გარეშე გაუშვეს.
ს პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის სავარაუდო გაშვების შესახებ კითხვა თავდაცვის სამინისტროსკენ გადაამისამართა. რუსეთის თავდაცვის უწყებას განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
РС-26 Рубеж-ის პირველი წარმატებული გამოცდა 2012 წელს მოხდა. მაშინ დასავლეთში რუსეთს აკრიტიკებდნენ საშუალო რადიუსის რაკეტების აკრძალვის ხელშეკრულების (INF) ირიბად დარღვევის გამო. 2018 წელს რაკეტა რუსეთის იარაღის პროგრამიდან 2027 წლამდე, სავარაუდოდ, ამოირიცხა, თუმცა მიმდინარე წლის ივლისში კრემლი დაემუქრა, რომ განაახლებს საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების წარმოებას. „რუბეჟის“ რაკეტის ზუსტი მახასიათებლები ამჟამად უცნობია. ყველაზე შორ მანძილზე ის 5 800 კმ-ზე არის გამოცდილი, თუმცა ყველა შემდეგი გამოცდა 2 000 კმ რადიუსით შემოიფარგლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: ოღონდ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს ოცნებამაც იცის და რა თქმა უნდა ხვალიდან გადაფსიხდება და კაცმა არ იცის კიდევ რა კანონებს მიიღებს და კიდევ რა გზით ეცდება ჩვენს გაჩუმებას