ოკუპირებული აფხაზეთის ოპოზიცია – დაჟინებით მოვითხოვთ საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმების გაუქმებას

ოკუპირებული ს ომის ვეტერანთა ოპოზიციური ორგანიზაცია „არუაა“ ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან საინვესტიციო „შეთანხმების“ კანონპროექტის გაწვევას დაჟინებით მოითხოვს.
შესაბამისი განცხადება ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თემურ გულიან რუსულ მედიასთან საუბარში განაცხადა.
„ვაგრძელებთ საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმების გაუქმების დაჟინებულ მოთხოვნას. პარლამენტმა ხმა უნდა მისცეს ამ შეთანხმების რატიფიცირების წინააღმდეგ, ან აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ის პარლამენტიდან უნდა გაიწვიოს“, – აღნიშნა გულიამ.
შეგახსენებთ, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო დაიწყო, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში ბინების მშენებლობას ითვალისწინებს. ე.წ. პარლამენტს „დოკუმენტის“ რატიფიცირება 15 ნოემბერს უნდა მოეხდინა, თუმცა პროტესტის დაწყების გამო საკითხის განხილვა გადადო. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სოხუმში ე.წ. სამთავრობო შენობები დაიკავეს, მათ შორის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს. ე.წ. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ, ასლან ბჟანია „თანამდებობიდან“ გადადგა, სანაცვლოდ კი, დემონსტრანტებმა „სამთავრობო“ შენობები დატოვეს.