გომელაურის უწყებამ 19 ნოემბერს გამართული აქციის მონაწილე მათე დევიძე დააკავა. 21 წლის ბიჭს პოლიციელებზე თავდასხმას ედავებიან.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გომელაურის უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებული აქციის მიმდინარეობისას, იგი თავს დაესხა პოლიციელებს და ჯოხის დარტყმით სხეულის დაზიანება მიაყენა.