უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი – არ დათანხმდება შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ

არ დათანხმდება მოსკოვთან არანაირ შეთანხმებას ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ, – მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ -ის კონგრესში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.
არ მიიღებს რაიმე წინადადებას, რომელიც მოიცავს კომპრომისს ჩვენს სუვერენიტეტთან ან ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, არ მივიღებთ ჩვენი მონაწილეობის გარეშე შემუშავებულ არანაირ ინიციატივას, არ მივიღებთ შეთანხმებას: მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“, – აღნიშნა სიბიგამ.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ხაზგასმით განაცხადა, რომ ეს ნიშნავს მილიონობით ადამიანის დატოვებას აგრესორის ხელში, რაც გამოიწვევს გენოციდს, წამებასა და ჩაგვრას.
„ეს არის დაშოშმინება და არ მშვიდობა. დაშოშმინება წარსულში არასდროს მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს“, – აღნიშნა სიბიგამ.
მან რუსეთში დამტკიცებულ განახლებულ ბირთვულ დოქტრინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის მხრიდან შანტაჟი.
„რუსეთის განახლებული ბირთვული დოქტრინა და რიტორიკა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი”, – განაცხადა სიბიგამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?