“რაც უარესი – უკეთესი” – ასლან ბჟანია ზურაბიშვილს აკრიტიკებს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი, ასლან ბჟანია საქართველოს პრეზიდენტს აკრიტიკებს და RIA-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ მას “ს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიმართ რაიმე სიმპათია არ აქვს”.
“ძალიან მეეჭვება, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე სიმპათია ჰქონდეს აფხაზეთის ხელისუფლების ან აფხაზური ოპოზიციის მიმართ. ვფიქრობ, ის ხელმძღვანელობს პრინციპით – “რაც უარესი, მით უკეთესი.” ამიტომაც გვილოცავს. მას არ აინტერესებს აფხაზური სახელმწიფოს არსებობა. ეს ცხადი და გასაგებია. მე სწორედ ასე მესმის მისი მილოცვა,” – განაცხადა ბჟანიამ ზურაბიშვილის მიერ გამოხატული სოლიდარობის განცხადების შესახებ.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებების შემდეგ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც ე.წ. პრეზიდენტი, ასლან ბჟანია„თანამდებობიდან“ გადადგა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 15 ნოემბერს განაცხადა, რომ ს “აჩქარებულ ნაბიჯებს აფხაზეთის ანექსიის მიმართულებით” გმობს.