რა მტკიცებულებები მიაწოდა პროკურატურას მ?

“შემოთავაზება მქონდა, გამოკითხვა ჩატარებულიყო ან პროკურატურაში ან მაგისტრატ მოსამართლესთან, მაგრამ ძალიან შეგნებულად ვარჩიე აქ, უშუალოდ გამოძიების ორგანოსთან [მოსვლა] და პირდაპირ უშუალოდ იმ პირებთან, ვინც გაყალბების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს. რამდენიმე ფაქტია, მათ შორის არის უბნებისა და დროის მიხედვით, ს დღეს როგორ ხდებოდა საარჩევნო პროცედურების დარღვევა. ეს ეხება სხვადასხვა მეთოდის გამოყენებას, „კარუსელებს”, პირადობის მოწმობების გამოყენებას, ფარულობის წესის დარღვევას, საყოველთაო წესის დარღვევას და ამაზე, იცით, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელია შეტანილი, ამ პროცესისთვის ვემზადებით და მე ვიქნები წარმომადგენელი პროცესზე. ამის გარდა არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომლის წყაროები, უშუალო თვითმხილველი პირები არსებობენ. სხვათაშორის ეს კითხვები მინდა დავსვა დღეს, ეს პირები დაკითხულები არიან თუ არა, ვინც უშუალოდ ამ გაყალბების ფაქტებს შეესწრო. თუ რთულია მაათთვის ამ წყაროების მოძიება, მე ამას სიამოვნებით გავაკეთებ. მოვამზადე მათთვის ასლები და დავუტოვებ“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

მეუფე შიო – ყველანაირად ვეცადოთ, ღვთის მცნებებით ვიცხოვროთ, მაშინ წმინდა ანგელოზები არასდროს დაგვტოვებენ, ყოველთვის ჩვენთან იქნებიან და მათ შეწევნას ვერანაირი ბოროტი ძალა ვერ მოერევა