საქართველოს არჩევნებში რუსული ხელი შეინიშნებოდა – IRI-ის პრეზიდენტი

საქართველოს არჩევნებში რუსული ხელი შეინიშნებოდა – IRI-ის პრეზიდენტი
IRI-ის პრეზიდენტი ქართულ არჩევნებში რუსული ხელზე საუბრობს – დენ თვაინინგი, რომელიც 26 ოქტომბერს საქართველოში იმყოფებოდა და საკუთარი თვალით აკვირდებოდა საარჩევნო გარემოს პირდაპირ ამბობს, რომ უპრეცედენტო დაშინების, მოსყიდვის, ტერორისა და ყველა ინსტიტუტის გამოყენებით ჩატარდა.
ჩვენ სერიოზული პრობლემა გვაქვს ქვეყანასთან, რომელიც სახელმწიფოს მიტაცებით დემოკრატიულ უკუსვლას განიცდის, როდესაც მმართველი პარტია აკონტროლებს ყველა დამოუკიდებელ ინსტიტუციას საქართველოში. ეს მოიცავს არა მხოლოდ აღმასრულებელ ორგანოებს, არამედ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც, სასამართლოს, მედიას და ა. შ. უნდა იყოს სხვაობა პარტიასა და სახელმწიფოს შორის. საქართველო ძალიან ევროპული ქვეყანაა, 90 პროცენტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, ეს არ არის გაყოფილი ქვეყანა, როცა ნახევარ სკენ იხედება, ნახევარი კი ევროპისკენ, მაგრამ წლევანდელ არჩევნებზე ჩვენ ვნახეთ, რომ მმართველი პარტიის უდიდესი ძალისხმევა, სახელმწიფო ძალაუფლების ყველა ფორმის გამოყენებისა, ასევე სისტემური დაშინება და სისტემური მოსყიდვაა, რადგან დამდგარიყო ის შედეგი, რომელიც ნახეთ. ისმის კითხვა, იყო თუ არა ეს დემოკრატიული არჩევნები სამართლიანი და ლეგიტიმური? – ბევრი ქართველი იტყვის, რომ არა! საქართველოს არჩევნებში, ისევე როგორც მოლდოვაში, აქტიურად შეინიშნებოდა რუსული ხელი. რუსეთის გავლენები ძალიან დახვეწილად იზრდება, ეს მოიცავს საინფორმაციო ოპერაციებს, ოპერაციებს სოციალურ მედიაში, დაზვერვას, მთელი საუბარია იმაზე, რასაც ავტორიტარები იყენებენ, არჩევნების შედეგებზე მანიპულაციისთვის. ვლადიმირ პუტინიც კი მართავს არჩევნებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნამდვილი არმენები არაა”- ამბობს IRI-ის პრეზიდენტი.