ბათუმი World Travel Awards-ზე მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი

ბათუმი World Travel Awards-ზე მსოფლიოს ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი. პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად მელბორნის (ავსტრალია), ოსლოს (ნორვეგია), ჟენევის (შვეიცარია), მიუნხენის (გერმანია), ასპენის (), ბეიჯინისა (ჩინეთი) და ვისლერის (კანადა) გვერდითაა დასახელებული. World Travel Awards-ის წლის შემაჯამებელი ღონისძიება 24 ნოემბერს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაზეა დაგეგმილი. ღონისძიებაზე გაირკვევა, რამდენად შეძლებს ბათუმი ევროპის ყველა სეზონის ტურისტული მიმართულების სტატუსის შემდეგ, რომელიც გასულ წელს მიიღო, ახალი ჯილდო მოიპოვოს.
World Travel Awards“ -ზე მსოფლიოს საუკეთესო ტურისტული მიმართულებები, ქვეყნები, სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები და სატრანსპორტო კომპანიები დასახელდა. მასში ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული.
2019 წლიდან დღემდე, ბათუმმა World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდო 6 ჯერ მოიპოვა. თავდაპირველად, როგორც ევროპის, ხოლო მოგვიანებით, როგორც მსოფლიოს სწრაფად მზარდმა ტურისტულმა მიმართულებამ. 2023 წელს, კი მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიაზე, რომელსაც აჭარამ უმასპინძლა ბათუმი, აჭარა ევროპის ოთხი სეზონის ტურისტულ მიმართულებად დასახელდა.
“World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება. ბათუმმა მსოფლიოს ტურიზმის დაჯილდოების ევროპის გალა ცერემონიას გასულ წელს უმასპინძლა. ე.წ ტურიზმის „ოსკარი“-ს საიუბილეო საღამოს ბათუმში 24 ქვეყნის 300-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.