მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება

მე-11 მოწვევის პარლამენტი ორშაბათს შეიკრიბება. რადიკალური ოპოზიციის ლიდერები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს და ამომრჩეველს არწმუნებენ, რომ მინიჭებულ მანდატებზე უარი თქვეს.
კანონმდებლობის მიხედვით კი, ე.წ. სიების ჩახსნა ოპოზიციას დღევანდელი მოცემულობით არ შეუძლია. კონსენსუსს მათ ვერც ამჯერად მიაღწიეს. ნაწილი სიების ჩახსნას აანონსებს, ნაწილი კი, მხოლოდ პარლამენტის ლეგიტიმაციის არაღიარებით შემოიფარგლება.
პარლამენტის თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში შესვლას აპირებს და არც რაიმე განცხადებების დაწერას გეგმავს. აქვე ბარიერ გადალახულ ოპოზიციურ პარტიებს ურჩევს, თუ უფლებამოსილების შეწყვეტა სურთ, პარლამენტს 26 ნოემბერს მიმართონ.
ცნობისთვის, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განსაზღვრული ვადის ფარგლებში, ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს, დროებითი მოწმობები უკვე დაუმზადა. რადიკალები კვლავ მანდატების თემით მანიპულირებენ, თუმცა იურიდიულად სიების ჩახსნას არ გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენ რომ ბრიუსელისთვის დაგვეჯერებინა, ახლა ნანგრევების დასუფთავებით ვიქნებოდით დაკავებულები – ასეთ ბრიუსელთან საერთო ენას ვერ გამოვნახავთ, ბრიუსელის ხელმძღვანელობა უნდა შეიცვალოს

შალვა პაპუაშვილი – ბაჩო ახალაია მეუღლის ზურგს ამოეფარა და ისე აპირებდა ქვეყნის დამხობას – ისიც კი ვერ გაბედა, საკუთარ თავზე დაეტოვებინა პასუხისმგებლობა და მეუღლისთვის ჩამოეშორებინა

შალვა პაპუაშვილი – პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით პარლამენტის სპეციალური კომისიის მუშაობა ღია, საჯარო იქნება – საზოგადოების თვალწინ შევეცდებით გავარკვიოთ, როგორ ხდება სასურსათო პროდუქტებზე ფასების წარმოქმნა