რუსეთმა უკრაინაზე დღევანდელი შეტევისთვის სხვადასხვა ტიპის 9 რაკეტა გამოიყენა

რუსეთმა ზე დღევანდელი შეტევისთვის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. მის მიერ ადგილობრივი დროით დილის 11 საათის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემებით, გამთენიისას ს ჯარებმა სხვადასხვა ტიპის რაკეტებით შეუტიეს ქალაქ დნეპრის საწარმოებს და კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ასტრახანის ოლქიდან გაშვებული იყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, ტამბოვის ოლქიდან, გამანადგურებელ მიგ-31კ-დან – აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“ და ვოლგოგრადის ოლქიდან, ტუ-95მს ტიპის ბომბდამშენებიდან – შვიდი ფრთოსანი რაკეტა Х-101.
ოფიციალური მონაცემებით, უკრაინელმა სამხედროებმა ექვსი ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
დღეს დილით, დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციამ ტელეგრამით გაავრცელა ცნობა, რომ რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად ქალაქ დნეპრში დაზიანებულია ერთ-ერთი საწარმო და ორ ადგილას ხანძარია.
დნეპრის მერიის ინფორმაციით, დაზიანებულია სამედიცინო-სარეაბილიტაციო ცენტრის შენობაც. სხვა შედეგები ჯერჯერობით უცნობია.