კათოლიკური და სომხური თემები ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას დღესასწაულობენ

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, კათოლიკური და სომხური თემები ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ.
რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციასა და სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიას საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს ულოცავს.
მათივე ცნობით, დღესასწაული უკავშირდება სამი წლის მარიამის მშობლებთან განშორებისა და საზეიმოდ ტაძრად მიყვანებას. მარიამი ტაძარში დამკვიდრდა, სრულწლოვანმა ქალწულების აღთქმა დადო და თავი უფალს განაკუთვნა, შემდგომ კი მაცხოვარი მოუვლინა სამყაროს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია