უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გაუწევს.
„მინდა, მადლობა გადავუხადო იაპონიას უკრაინის მხარდაჭერის მიზნით ძალიან დროული და აუცილებელი გადაწყვეტილების გამო. 4.5 მილიარდი დოლარი არის მთლიანი თანხა და ჩვენ ველოდებით პირველ ნაწილს – 1.5 მილიარდს – იანვარში. ამ დახმარების პაკეტის უმეტეს ნაწილს კი გაზაფხულზე მივიღებთ, “ – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, იაპონია თანმიმდევრულად და ფუნდამენტურად უჭერს მხარს უკრაინას და უკრაინელ ხალხს.