Politico – ევროპარლამენტი ყველა ევროკომისარზე შეთანხმდა, ახალი ევროკომისია მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს

ევროპარლამენტი ყველა ევროკომისარზე შეთანხმდა, ახალი ევროკომისია მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ევროპარლამენტში თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროს ცნობით, 20 ნოემბერს ევროპარლამენტმა შეთანხმებას მიაღწია დღემდე არდამტკიცებული 7 ევროკომისრის კანდიდატურაზე, რითაც პოლიტიკურ ფრაქციებს შორის რამდენიმე კვირიანი დავა დაასრულა. კანდიდატებზე დავა საკვანძო პოლიტიკურ ჯგუფებს შორის მიმდინარეობდა – “ევროპულ სახალხო პარტიასა” და სოციალ-დემოკრატებს შორის.
პროცესი ჩიხში შეიყვანა ექვსი კანდიდატურის შემოწმებამ: კაია კალასი (), რაფაელე ფიტო (იტალია), როქსანა მინზატუ (რუმინეთი), სტეფან სეჟურნე (საფრანგეთი), ტერეზა რიბერა (ესპანეთი), ჰენა ვირკუნენი (ფინეთი) და ოლივერ ვარჰეი (უნგრეთი).
შეთანხმების მიღწევის დეტალები ამ მომენტისთვის არ ვრცელდება.
ახალი ევროკომისიის შემადგენლობაზე საბოლოო კენჭისყრა 26 ნოემბრის ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე იგეგმება, ხოლო ოფიციალურად ის მუშაობას 1-ელი დეკემბრიდან შეუდგება.
ცნობისთვის, ახალ ევროკომისიაში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ჯოზეფ ბორელს ჩაანაცვლებს. გაფართოების ევროკომისრის თანამდებობას კი სლოვენიელი დიპლომატი, მარტა კოსი დაიკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ოლივერ ვარჰეის ჩაანაცვლებს.