დონალდ ტრამპმა ნატო-ში -ის ელჩად მეტ უიტაკერის კანდიდატურა წარადგინა

დონალდ ტრამპმა ნატო-ში -ის ელჩის თანამდებობაზე მეტ უიტაკერის კანდიდატურა წარადგინა. აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპის ამ განცხადებას მისი გუნდი ავრცელებს.
ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდში უიტაკერი 2018 წლის ნოემბრიდან 2019 წლის თებერვლამდე აშშ-ის გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებდა, მას შემდეგ რაც ტრამპმა თავის მიერ დანიშნული პირველი გენპროკურორი, ჯეფ სეშენსი, თანამდებობიდან გაათავისუფლა.
“მეტი ძლიერი მებრძოლი და ერთგული პატრიოტია, რომელიც უზრუნველყოფს შეერთებული შტატების ინტერესების წინ წაწევასა და დაცვას. მეტი გააძლიერებს ჩვენს ნატოს მოკავშირეებთან ურთიერთობებს, და მყარად იდგება მშვიდობისა და სტაბილურობისადმი საფრთხეების წინაშე – ამერიკას დააყენებს პირველ ადგილზე”, – აცხადებს ტრამპი თავის განცხადებაში.
ამერიკული ტელეარხი ABC News-ი უიტაკერის ნატო-ში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე კანდიდატურას “უცნაურს” უწოდებს, ვინაიდან, მეტ უიტაკერის წარსული გამოცდილება სამართალდამცავ სივრცეშია და არა საგარეო.

ასევე დაგაინტერესებთ

“ეკა კა­ხი­ა­ნის ოჯახ­თან ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. გო­გო­ე­ბი იქ იყ­ვნენ, ეკამ და­მი­რე­კა და მი­თხრა… ასე გა­და­წყდა მათი წა­მოყ­ვა­ნა. ეს იყო უბ­რა­ლოდ პირ­ვე­ლი კერ­ძო რე­ი­სი. ამ ამ­ბის პო­ლი­ტი­კურ ჭრილ­ში გა­დაყ­ვა­ნა არას­წო­რია”