ერთა ლიგაზე ტირანაში ალბანეთთან მოგებული მატჩისას (2:1) მასპინძელთა გუნდის გულშემატკივართა პროვოკაციულ საქციელზე უკრაინის ნაკრების ერთ-ერთმა მწვრთნელმა რუსტამ ხუჯამოვმა ისაუბრა:
“მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ჯერ კიდევ მოთელვისას გვესმოდა დაცინვა, ვხედავდით ჟესტებს, ვგრძნობდით როგორ ცდილობდნენ ჩვენს წყობილებიდან გამოყვანას. თუმცა, აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვიგებდით.
მინდა მხრდაჭერისთვის ყველას მადლობა გადავუხადო, მათაც, ვინც გვაკრიტიკებს, ვინაიდან ეს მოტივაციას გვმატებს. მუშაობას გავაგრძელებთ და უფრო ძლიერები გავხდებით”.