მედია – უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით

უკრაინამ პირველად დაბომბა რუსული ტერიტორია ბრიტანული Storm Shadow რაკეტებით. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ერთ-ერთი დასავლური ქვეყნის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა არ აკონკრეტებს როდის და კონკრეტულად სად დაბომბა მ სამიზნეები ბრიტანული წარმოების Storm Shadow რაკეტებით, თუმცა 20 ნოემბერს რუსული წყაროები ინფორმაციას ავრცელებდნენ, რომ უკრაინამ აღნიშნული რაკეტები კურსკის ოლქში გამოიყენა.
ს ტერიტორიაზე აღნიშნული რაკეტების პირველად გამოყენების შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-იც ავრცელებს, რომელმაც კურსკის ოლქიდან რაკეტის ფრაგმენტების ფოტოები გააანალიზა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამიზნეების წინააღმდეგ Storm Shadow რაკეტების პოტენციალური გამოყენების შესახებ ცნობებზე კომენტარს არ გააკეთებენ.
ცნობისთვის, 19 ნოემბერს ამერიკული CNN-ი ასევე ავრცელებდა ცნობებს უკრაინის მიერ ამერიკული წარმოების ATACMS რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის პირველად დაბომბვის შესახებ.