კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ კირთაძე 500 ლარით დააჯარიმა

გიორგი კალანდარიშვილისთვის შავი საღებავის შესხმის გამო, სასამართლომ დავით კირთაძე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე დავით ცეკვავამ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ს წევრი 500 ლარით დააჯარიმა:
„სასამართლო სხდომაზცე ცესკოს სასამართლოს კონკრეტულად ვერ მოახსენეს, თუ რაში გამოიხატა დავით კირთაძის მხრიდან სხდომაზე წესრიგის დარღვევა, კონკრეტულად რა ქმედებაში გამოვლინდა ის, ვინაიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევების სამართალი ქმედების სამართალია და კონკრეტული ქმედება უნდა ყოფილიყო სათანადოდ დასაბუთებული სასამართლოს წინაშე. სასამართლოს უწყებრივად განსახილველი საკითხი არ იყო, ვინაიდან სხდომაზე წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, სასამართლოს გარეშე, ცესკო თავად იღებს გადაწყვეტილებას. ამ საქმის სასამართლოში წარმოდგენა ემსახურებოდა მხოლოდ იმ მიზანს, რომ სასამართლსო დაედასტურებინა კირთაძის ქმედებებში სამართალდარღვევის ნიშნების არსებობა, ვინაიდან სამომავლოდ ცესკომ დაიწყოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე სარჩელის სასამართლოზე წარმოება”, – ამბობს დავით კირთაძის ადვოკატი.
სარჩელი მოსამართლემ დაჩქარებულ ვადაში განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ