უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსების მიერ გაშვებული 56 დრონი და ორი რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 56 დრონი და ორი რაკეტა ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„11:00 საათისთვის მტრის ორი X-59/69-ის ტიპის მართვადი რაკეტისა და 56 უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დადასტურდა“, – განაცხადეს უკრაინის საჰაერო ძალებში.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 122 დრონი გაუშვეს, მათგან 56 თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, 58 უკრაინის ტერიტორიაზე გაუჩინარდა, 6-მა კი უკრაინის საჰაერო სივრცე დატოვა.
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული დრონები კიევის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, პოლტავის, კიროვოგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, სუმის, ნიკოლაევის, ხერსონის, ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, დონეცკისა და ხარკოვის ოლქებში ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი: საია პოლიტიკური აქტივიზმით დაკავებული ორგანიზაციაა, ეჭვი მეპარება, პოლიტიკური მიზნების გარდა სხვა მიზნები ამოძრავებდეთ, თუმცა ქუჩაში წივილ-კივილს ყოველთვის სჯობს, სასამართლოში წახვიდე და განაჩენს დაელოდო

მიხაილ გალუზინი: მზად ვართ, რუსეთ-საქართველოს კავშირების გასაღრმავებლად – ღირს, საქართველოს ხელისუფლება დაუფიქრდეს, რამდენად დიდი შედეგების მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობებით