“ზურა მეუბნება, ბევრი ვიფიქრე და ჩვენი ურთიერთობა ვეღარ გადავაო, დავშორდეთო” – ხათუნა ჟორდანია – Marao
ხათუნა ჟორდანია გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ ზურა ხაჩიძესთან დაშორების და შერიგების მომენტები გაიხსენა.
„როცა ზურა გავიცანი, მაშინ ის ძალიან პატარა იყო, რაც ჩემთვის დაბრკოლებას წარმოადგენდა. როცა შეხვედრა დავიწყეთ, ზურა ავად გახდა ჩემით, თუ პაემანზე უარს ვეტყოდი, გულის შეტევით იწვა ლოგინში.
მე შვეიცარიაში მომიწია წასვლა სამი თვით, როცა ჩამოვედი და ძალიან მონატრებული ვიყავი, მივედი ზურასთან სახლში. ზურა მეუბნება, ბევრი ვიფიქრე და ჩვენი ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდება, დავშორდეთო…
წამოვედი სახლიდან, მანქანაში ჩავჯექი თუ არა, ისეთი ტირილი დავიწყე, მივხვდი, ეს ჩემი ბრალი იყო და ის დავკარგე. სხვა ადამიანი გაჩენილა მის ცხოვრებაში, ქეთა თოფურიაზეა საუბარი“, – ამბობს ხათუნა ჟორდანია.
„დღეს ბევრ რამეზე მწყდება გული. არ მინდა, რომ თავის ქებაში ჩამეთვალოს, მაგრამ ბევრი ნიჭი მქონდა, ბევრი რამის გაკეთება შემეძლო. ახლაც სახლში ბევრ რამეს ვაკეთებ: ვხატავ, ვკერავ, ვქსოვ, ავეჯის რესტავრაციას ვაკეთებ. ბევრი რამეა, რასაც ვაკეთებ. სახლში ყოფნა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. უსაქმოდ არასდროს ვარ, სულ რაღაცით ვარ დაკავებული. რაღაც ეტაპზე კარიერის ნაცვლად ავირჩიე ნინი. ჩემი პრიორიტეტი გახდა ნინი.
მთელი ჩემი ენერგია და მთელი ჩემი ძალა ნინიში ჩავდე. რამდენად კარგად გამომივიდა, არ ვიცი, მაგრამ მე როდესაც ჩემს თავთან მარტო ვრჩები, ყოველთვის ვიცი, რომ ჩემი შვილისთვის მაქსიმუმი გავაკეთე, რასაც ვერ ვიტყვი ანასტასიაზე, იმიტომ, რომ ანასტასია უფრო სხვანაირი ბავშვია და ისეთი დამოუკიდებელია და ისეთი ამაყია, ამდენი ამაგის მიცემის საშუალებას არ გაძლევს. ხანდახან მაქვს ხოლმე ფიქრები, ანასტასიას არ მოეჩვენოს, რომ ნინის უფრო მეტს ვუკეთებ, ვიდრე მას. თუმცა ნინისთან ერთად გავიზარდე და მიჩვეულია, რომ აბსოლუტურად ყველაფერში ვიყო ჩართული“ – ამბობდა ხათუნა ჟორდანია