comcom სატელევიზიო აუდიტორიის გაზომვაზე ტენდერის გარეშე ხელშეკრულების გაფორმებას “ტრი მედია ინტელიჯენსთან” ითხოვს

კომუნიკაციების კომისია სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანიის მომსახურებაზე გამარტივებული შესყიდვის განხორციელებას ითხოვს. მოთხოვნა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე დღეს გამოქვეყნდა და შესყიდვის ღირებულება 99 000 ლარია.