წელს, სადაზღვევო სექტორის შემოსავალი ₾1.2 მილიარდს გადააჭარბებს – დავით ონოფრიშვილი

დაზღვევის ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის, დავით ონოფრიშვილის პროგნოზით, წელს სექტორის შემოსავალი 1.2 მლრდ ლარს გადააჭარბებს.
„შარშან სადაზღვევო სექტორის შემოსავალმა, სადაზღვევო პრემიამ გადააჭარბა 1 მილიარდ ლარს, წელს უკვე 1.2 მილიარდს გადააჭარბებს და შეიძლება 1.3 მილიარდ ლარამდეც იყოს, ზრდა არის აშკარა”, – აღნიშნა ონოფრიშვილმა.
მისი თქმით, მოსახლეობა უფრო გათვითცნობიერებული გახდა და დაზღვევის მიმართ ნდობა გაზრდილია.
“გაიზარდა ადამიანთა მოთხოვნა, ნდობა დაზღვევის მიმართ და სავალდებულოობა, რადგანაც დაზღვევა იცავს ადამიანს შესაძლო ფინანსური რისკებისგან. როცა დაზღვეული არ ხარ და შემთხვევა დაგიდგება სამწუხაროდ, ავტომობილის, ქონების, ჯანმრთელობის თუ სხვა შემთხვევაში, ბევრად ძვირის გადახდა მოგიწევს”,- აღნიშნა ონოფრიშვილმა.