ევროპულ ჯგუფი Stellantis–ს ელექტრო პიკაპის Ram–ის გაყიდვების დაწყება 2024 წლიდან 2025 წლის პირველ ნახევრამდე გადააქვს და აგრძელებს ავტომობილის ტესტირებას – ამის შესახებ CNBC – ი იუწყება.
კომპანიის ხელმძღვანელმა კარლოს ტავარესმა უარი თქვა გადადების შესახებ ზუსტი მიზეზების გამჟღავნებაზე.
„ჩვენ უბრალოდ ბევრი სამუშაო გვაქვს გასაკეთებელი და ჩვენ ვცდილობთ შევამოწმოთ პროდუქცია ძალიან საფუძვლიანად, ამიტომ არ ვჩქარობთ“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.
ჰიბრიდული Ramcharger-ის გაყიდვების დაწყება ასევე დაგეგმილი იყო 2025 წლის პირველ კვარტალში. Stellantis–მა უარი თქვა დაზუსტებაზე, არის თუ არა ეს ვადები აქტუალური.
ტავარესის თქმით, ახალ პიკაპებზე გადასვლამდე კომპანიამ უნდა დაასრულოს მუშაობა Dodge Charger Daytona და Jeep Wagoneer ელექტრომობილებზე, რომლებიც გაყიდვაში უნდა გამოვიდეს ამ წლის ბოლომდე.
interfax