ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა დაამტკიცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების გადაცემა დაამტკიცა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტო წერს, რომ აღნიშნული ნაბიჯი უკრაინის აღმოსავლეთში რუსეთის წინსვლის შენელებას ხელს შეუწყობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ უკრაინა მათ აშშ-ის მიერ მიწოდებულ სხვა იარაღთან ერთად გამოიყენებს.
ამერიკელი ოფიციალური პირის განცხადებით, აშშ-ის მოლოდინი აქვს, რომ უკრაინა ნაღმებს მის ტერიტორიაზე გამოიყენებს. ასევე, უკრაინამ პირობა დადო, რომ ნაღმებს მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებულ ტერიტორიებზე არ გამოიყენებს.
აღნიშნული ინფორმაციის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და უკრაინის თავდაცვის სამინისტროს კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე დაგაინტერესებთ

კოტე ერისთავი: სისხლის სამართლის პოლიტიკის მოულოდნელი გამკაცრება, ზოგადად, მაშინ ხდება ხოლმე, როცა ხელისუფლება თვლის, რომ კრიზისია (პოლიტიკური, ეკონომიკური, ომი ა.შ) და საჭიროა საკუთარი ძალაუფლებისა და სიმტკიცის დემონსტრირება

გიორგი არქანია: ისტორიის, მე-10 კლასის ახალ სახელმძღვანელოზე: ყველაზე მეტად გამაკვირა ფაქტობრივმა შეცდომებმა, რომელთა რაოდენობა ასეთი მცირე მოცულობის, თანაც სასკოლო სახელმძღვანელოს გაკვეთილისთვის (!) საგანგაშოა

ფიქრია ჩიხრაძე – რუსული მთავრობა საქართველოს ისტორიას აყალბებს! – სახელმძღვანელოების ავტორები არიან, „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული პირები და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს პარტიული ნარატივების სახელმძღვანელოებში გადმოსატანად