ელენე ხოშტარია – ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებთ, წინ დავდგებით და ვიმოქმედებთ ერთად, როგორც გუშინ ვერაფერი დაგვაკლეს, ისე იქნება დღესაც

წინ ვდგავართ და წინ დავდგებით, თუ ვინმე საიდანმე წამოვა და ვიმოქმედებთ ერთად , – ასე მიმართა “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჭავჭავაძის გამზირზე აქციის მონაწილეებს.
ხოშტარიას თქმით, ის პოლიციელთან იყო მისული სიტუაციის გასარკვევად, თუმცა სამართალდამცველისგან ვერაფერი გაიგო.
“ახლა ასული ვიყავი და ველაპარაკე პოლიციელს, აზრი ვერ ჩამოაყალიბა, რა უნდოდა, უჭირდა პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი დღის წესრიგით ვმოქმედებთ, ჩვენ გამოვხატავთ ჩვენ თავისუფალ ნებას, წინ ვდგავართ და წინ დავდგებით, თუ ვინმე საიდანმე წამოვა და ვიმოქმედებთ ერთად. როგორც გუშინ ვერაფერი დაგვაკლეს, ისე იქნება დღესაც. არ აქვს მნიშვნელობა, რას გადაწყვეტენ, საინტერესოა, ჩვენ რას გადავწყვეტთ. ჩვენ გადავწყვიტეთ აქ დგომა და ბრძოლა”, – მიმართა ელენე ხოშტარიამ აქციის მონაწილეებს.