რუსეთის ახალი ბირთვული დოქტრინა იარაღის გამოყენების პირობებს აფართოებს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 19 ნოემბერს ქვეყნის ახალ ბირთვულ დოქტრინას მოაწერა ხელი. ეს მოსკოვს საშუალებას აძლევს გამოიყენოს ატომური იარაღი იმ შემთხვევაში თუ მას თავს დაესხმება ქვეყანა, რომელსაც არ აქვს ბირთვული იარაღი, მაგრამ მას მხარს ბირთვული იარაღის მქონე ქვეყანა უჭერს.
ეს ნაბიჯი მოსკოვმა იმ ცნობების შემდეგ გადადგა, რომელთა თანახმადაც ვაშინგტონმა ს ნება დარტო ამერიკული შორი რადიუსის იარაღი ს ტერიტორიაზე იერიშისთვის გამოიყენოს. ამერიკული ე.წ. “ატაკამსების” რადიუსი 300 კმ-ია.
განახლებულ დოქტრინაში ნათქვამია, რომ რუსეთი განიხილავს ბირთვული იარაღის გამოყენებას თუკი ექნება სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მის წინააღმდეგ “მასობრივი თავდასხმა განხორციელდა და რაკეტები რუსების საზღვარს არღვევს”. ამასთან, მიუხედავად იმისა, თუ ეს თავდასხმა ბირთვული იარაღის არმქონე სახელმწიფოს მხრიდან განხორციელდება, თუკი მას ასეთი იარაღის მქონე სახელმწიფო ეხმარება, ეს მათ ერთობლივ თავდასხმად იქნება მიჩნეული. თუმცა, დოკუმენტში დაკონკრეტებული მაინც არაა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ მოსკოვი დაუყოვნებლივ გადადგამს საპასუხო ნაბიჯს ბირთვული იარაღის გამოყენებით.
დოკუმენტი ასევე აფართოებს იმ ქვეყნებისა და სამხედრო ალიანსების სიას, რომელთა “ბირთვული შეკავებაც” შეიძლება განხორციელდეს. ასევე გაზრდილია იმ “სამხედრო საფრთხეების სიაც”, რომელთა ნეიტრალიზებაც კრემლის განმარტებით, საჭირო იქნება ბირთვული შეკავებისთვის.
დოქტრინის განახლების თაობაზე პუტინმა 25 სექტემბერს განაცხადა, უშიშროების საბჭოსთან შეხვედრაზე. თუმცა ხელი მას 19 ნოემბერს მოაწერა.
კრემლის პრეს-სპიკერმა დმიტრი პესკოვმა კითხვაზე – იყო თუ არა დოქტრინის ხელმოწერა ომის მეათასე დღესთან და ვაშინგტონის მიერ სთვის იარაღის გამოყენების ნების შესაძლო დართვასთან დაკავშირებული – თქვა, რომ ეს განახლება გამოქვეყნდა “დროულად, არსებული სიტუაციის შესაბამისად”.