ამ ღამესაც აქ, თსუ-სთან დავრჩებით – ხოშტარია

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მომიტინგეები თსუ-ს პირველ კორპუსთან დარჩებიან – მათ შორის ღამით.
„მთელი დღე გამოსვლა და პოლიციის უღირსობაზე რეაქციამ მოიტანა შედეგი – ყველაფრის მიუხედავად ვართ აქ, ვაგრძელებთ ბრძოლას, დღეს ღამეც დავრჩებით და ვიქნებით გამარჯვებამდე. ყველანაირი ორგანიზაციული საკითხი იქნება მოგვარებული. მოვუფრთხილდებით ყველა მოქალაქეს. არ დავიხევთ უკან. გამოვაცხადეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ეს მოძრაობა წავა მხოლოდ წინ“, – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – ემანუელ მაკრონს მივაწოდე ინფორმაცია ბრძოლის ველზე არსებული ვითარებისა და ძირითადი საფრთხეების შესახებ – ევროპა ჩართული უნდა იყოს დიპლომატიურ პროცესში და მის ხმას წონა უნდა ჰქონდეს