თინა ბოკუჩავა – მომავალ კვირას ევროპარლამენტი რეზოლუციას მიიღებს, რომელშიც არჩევნების არაღიარებასა და გამოძიების მნიშვნელობაზე იქნება საუბარი – გადაწყვეტილება გამოძიებასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია

მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება – ეს არის საფუძველი იმის, რომ ხელახალი ს ჩაინიშნოს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიუსელში ყოფნისას განაცხადა.
ბოკუჩავას განცხადებით, მას შეხვედრები ევროპარლამენტარებთან ჰქონდა, სადაც 26 ოქტომბრის „მიტაცებულ არჩევნებთან“ დაკავშირებული საკითხი განიხილეს.
როგორც პარტიის თავმჯდომარე აღნიშნავს, მომავალ კვირას მიიღებს ევროპარლამენტი რეზოლუციას საქართველოზე, სადაც არჩევნების არ აღიარებაზე და მისი გამოძიების მნიშვნელობაზე იქნება საუბარი.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ევროპარლამენტში. ს შეჭრიდან ში 1 000 დღე გავიდა. პრეზიდენტი ზელენსკი ევროპარლამენტარებს მიმართავს. ჩვენ ევროპარლამენტარებთან დილიდან გვქონდა შეხვედრები, განვიხილეთ 26 ოქტომბრის მიტაცებული არჩევნები. მომავალ კვირას ასევე იქნება ევროპარლამენტის რეზოლუცია საქართველოზე, სადაც არჩევნების არ აღიარებაზე და გამოძიების მნიშვნელობაზე იქნება საუბარი. გადაწყვეტილება გამოძიებასთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. საუბრები გვქონდა ევროკომისიაში, საგარეო უწყებაში, უშუალოდ საგარეო მინისტრებთან, რომლებმაც გადაწყვეტილება მიიღეს. ასე რომ, მნიშვნელოვანი მომენტია აქ, ბრიუსელში, ევროპარლამენტში. ფაქტია, რომ 26 ოქტომბრის მიტაცებულ არჩევნებს საერთაშორისო აღიარება არ ექნება, რაც ხელახალი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოკუჩავა ევროპარლამენტარების ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებს ხვდება.