ბჟანიამ აფხაზეთის დატოვების შესახებ ინფორმაცია უარყო

ასლან ბჟანიამ უარყო ინფორმაცია აფხაზეთის [დე ფაქტო] ტერიტორიის დატოვების შესახებ და მხარდამჭერებს განუცხადა, რომ “არ წამოეგონ პროვოკაციებს”.
“ამჟამად ჩემს მხარდამჭერებთან ერთად ვიმყოფები მშობლიურ სოფელ ტამიშში. აქ ყოფნა კრასნაია-პოლიანაზე ნაკლები არაა. გულწრფელად რომ ვთქვა, არ მაქვს დრო პოლიანისთვის. აქ ძალიან ბევრი საქმეა მოსაგვარებელი. ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ასეთ აშკარა ტყუილებს, ეს მათთვის დამახასიათებელია. ეს მათი ცხოვრების წესია. ამიტომ, ძვირფასო მეგობრებო, პატივცემულო თანამოქალაქეებო, გთხოვთ, არ მოახდინოთ რეაგირება მსგავს პროვოკაციებზე”,- ამბობს ასლან ბჟანია.
აფხაზური ტელეგრამ არხის, Абхазский Поратл-ის ინფორმაციით, ასლან ბჟანიამ აფხაზეთის [დე ფაქტო] ტერიტორია დატოვა ისე, რომ “პარლამენტში ხმის მიცემის პროცესს არ დალოდებია.”
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში ამჟამად გაიმართა სხდომა, სადაც განიხილა ასლან ბჟანიას გადადგომის საკითხი. ამ წუთებში, მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: ამერიკულმა ტელევიზიამ აღიარა შეცდომა – ადრე STING-ის გადამჭერი უპილოტო სისტემები “ამერიკის მაღალტექნოლოგიურ არსენალად” მოიხსენია, თუმცა ამჯერად განმარტეს, რომ ეს უკრაინის უახლესი ტექნოლოგიაა (ვიდეო)