ომი უკრაინაში – ღამით რუსმა სამხედროებმა ხარკოვი დაბომბეს, რა დროსაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა

უკრაინაში ომი გრძელდება. ღამით რუსმა სამხედროებმა ხარკოვი დაბომბეს. დაშავებულია 2 მშვიდობიანი მოქალაქე, ასევე, განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს შახტაზე. დაშავებულია ერთი მეშახტე, შახტში კი მუშაობა შეჩერებულია.
ოკუპანტებმა საჰაერო დარტყმები მიაყენეს ოდესის ოლქის პორტსა და საზღვაო ინფრასტრუქტურას. თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა სატვირთო მანქანის მძღოლი
რაც შეეხება ომში მყოფი ქვეყნის დახმარებას, იაპონია უკრაინას 4.5 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუწევს. მილიარდ ნახევარს ქვეყანა იანვარში მიიღებს, დანარჩენს კი გაზაფხულზე.
ჩინეთი-ევროკავშირის 24-ე სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა მოუწოდეს პეკინს, რომ გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე, რათა წაახალისოს პუტინი ომის დასასრულებლად.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ჩვენთვის პეტერ ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით და მთელი ქვეყანა ამ ქედმაღლური ზიზღისგან დაისვენებს, რომელიც მისი კომენტარებიდან ისმის

რატომ გამოუშვით სააკაშვილი არაჟნების შეფუთვით და სახელმწიფო გადატრიალების იმედით? საქართველოს ხელისუფლებას რომ მსგავსი სპეცოპერაცია დაეგეგმა თქვენს წინააღმდეგ, დედამიწის ზურგზე არ დარჩებოდა ადგილი, სადაც ამაზე არ ისაუბრებდით