რატომ იზრდება ბიტკოინის ფასი და როდისაა კარგი დრო ინვესტიციისთვის?

აშშ-ის საპრეზიდენტო ს შემდეგ ბიტკოინის ღირებულებამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და პირველად, $90 000-ს გადასცდა. ყველა ციფრული აქტივის საერთო ღირებულებამ კი, $3.2 ტრილიონს გადააჭარბა. შედეგად, კრიპტომილიარდერების – ლიკვიდური ტოკენებისა და აქტივების უმსხვილესი მფლობელები – ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა.
Forbes-ის შეფასებით, 2024 წელს 11 კრიპტომილიარდერის ქონება ჯამში $38 მილიარდით გაიზარდა. ამ ზრდის დაახლოებით 63%, $24-მილიარდიანი მატება, პირველი სექტემბრის შემდეგ დაფიქსირდა. მილიარდერთა სიმდიდრის ზრდაზე გავლენა -ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელთა კანდიდატის, ს გამარჯვების მოლოდინმა და შემდეგ უკვე გამარჯვებამ იქონია.
,,კრიპტო ბაზრის“ დირექტორის ავთანდილ კუჭავას შეფასებით, ბიტკოინზე ფასის ზრდა არა მხოლოდ ტრამპის გაპრეზიდენტების, არამედ კრიპტოსფეროში „ჰალვინგის“დამსახურებაა.
„კრიპტოვალუტის სფეროს წარმომადგენლები ყოველთვის ვერიდებით იმის პროგნოზირებას, თუ რა ფასზე შეიძლება იყოს ბიტკოინი. ბოლოდროინდელი მასშტაბური ზრდა მხოლოდ ტრამპის გამარჯვებას არ უკავშირდება. წელს გვქონდა „ჰალვინგი“, ანუ ბაზარზე კრიპტოს გამომუშავება გართულდა, ფაქტობრივად განახევრდა.
ასევე, 2024 წელს ამოქმედდა ახალი კანონმდებლობა, რომლითაც იურიდიულ პირებს უფლება მიეცათ ჰქონოდათ ბიტკოინი, როგორც აქტივი თავიანთ პორტფოლიოში; სწორედ ამას მოჰყვა ინდივიდუალური ინვესტორების ჩართვა ბიტკოინის წარმოებაში“,- თქვა კუჭავამ.
„კრიპტო ბაზრის“ დირექტორმა რამდენიმე ეტაპი გამოყო, რა დროსაც კრიპტოსფეროში ინვესტიცია განსაკუთრებით მოგებიანია.
„ფასის პროგნოზირების კუთხით მნიშვნელოვანია რამდენიმე პარამეტრი.
პირველი ეს დროა, „ჰალვინგამდე“ 6 თვით ადრე ინვესტირებისთვის საუკეთესო დროა. ასევე, მოგებიანია, თუ ინვესტიციას „ჰალვინგიდან“ 18 თვის განმავლობაში გავაკეთებთ.
მეორე მონაცემია თავად ფასები: ყველაზე მაღალი წერტილიდან ვითვლით იმ პროცენტის დიაპაზონებს, რა პროცენტითაც წინა პერიოდში გვქონდა ზრდის ტენდენცია. მესამე პარამეტრია ბლოკჩეინ ანალიტიკა – რამდენად ხშირია ბიტკოინის დატოვება ელექტრონულ საფულეზე; რამდენად წყვეტს ბიტკოინი მოძრაობას.
სამივე პარამეტრიდან გამომდინარე გამოგვაქვს დასკვნა, რომელ კორელაციაში რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ.
ბიტკოინი ახლა ზრდის გზას გადის, ველოდებით რა ფასით დავხურავთ წელს და გადავწყვეტთ, რომელ სცენარს გავყვეთ. არსებობს სცენარი, სადაც 200 000 არის ფასი და ფიქსირებული მოგებაა. ასევე, არის სცენარი, სადაც 400 000-450 000$-იც კი შეიძლება იყოს კარგი დასაფიქსირებელი. დაბოლოს, არის სცენარი, სადაც 150 000 შეიძლება დავაფიქსიროთ მოგება“,- აღნიშნა ავთანდილ კუჭავამ.