დიმიტრი პესკოვი – ბირთვული იარაღის გამოყენება უკიდურეს აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს

ბირთვული იარაღის გამოყენება უკიდურეს აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ბირთვულ იარაღს ყოველთვის განიხილავდა, როგორც შეკავების საშუალებას, რომლის გამოყენება უკიდურეს, აუცილებელ ღონისძიებას წარმოადგენს“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.
მისივე თქმით, ბირთვული საფრთხისა და მთავრობათაშორისი ურთიერთობების გამწვავების თავიდან ასაცილებლად ყოველთვის საჭირო ძალისხმევას იჩენს.
ცნობისთვის, დღეს, ვლადიმერ პუტინმა ბირთვული შეკავების სფეროში რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები დაამტკიცა. დოკუმენტის თანახმად, აგრესია რუსეთის ან მისი მოკავშირეების წინააღმდეგ არაბირთვული სახელმწიფოს მიერ, ბირთვული სახელმწიფოს მხარდაჭერით, ერთობლივ თავდასხმად განიხილება.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრია ჯაღმაიძე: სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა რეზოლუციაში – ამის დიაგნოზია ის, რომ თავიანთი უნიათობით, არასწორი პოლიტიკით ეკლესიისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს