– უკრაინელებო, 1000 დღეა, რაც თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცავად იბრძვით და აწარმოებთ ამ ბრძოლას ყველას სახელით, ვისაც რუსული იმპერიალიზმისგან თავის დაცვა სურს

უკრაინელო მეგობრებო, 1 000 დღეა, რაც თქვენ თქვენი ქვეყნის, თქვენი დამოუკიდებლობის, თავისუფლების დასაცავად იბრძვით და თქვენ აწარმოებთ ამ ბრძოლას ყველა ევროპელის სახელით, რომელსაც სურს საკუთარი თავისუფლების დაცვა რუსული იმპერიალიზმისგან, ს მცდელობისგან, დაიმორჩილოს და ანექსია მოახდინოს სხვების, მეზობლების ტერიტორიების, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, ს ვიდეო მიმართვაშია აღნიშნული.
მისი თქმით, შესაძლოა, დამთხვევაა ის ფაქტი, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან ს კიდევ ერთ მცდელობას, გადადგას ახალი ნაბიჯები ს ანექსიისკენ.
„ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენი ეს ბრძოლა დავიწყებას არასდროს მიეცემა და შესაძლოა, დამთხვევაა, მაგრამ, უსათუოდ არა, რომ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში, ჩვენი მოქალაქეები ეწინააღმდეგებიან რუსეთის კიდევ ერთ მცდელობას, გადადგას ახალი ნაბიჯები ს ანექსიისკენ. ეს არ იქნება წარმატებული არსად, სადაც ხალხი თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას იცავს. ისინი ამას გადალახავენ“, – აცხადებს პრეზიდენტი.