სუმის ოლქში დრონებით განხორციელებულ შეტევას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 8 წლის ბავშვი

უკრაინის სუმის ოლქის ქალაქ გლუხოვში რუსული ძალების მიერ დრონებით განხორციელებულ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
სუმის საოლქო პროკურატურის ცნობით, დაღუპული ბავშვი 8 წლის ბიჭია.
ამასთან, დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის, ორი ბავშვი.
თავდასხმა საერთო საცხოვრებლის კორპუსზე განხორციელდა. სუმის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შენობას Shahed-ის ტიპის ორი დრონით დაარტყეს.

ასევე დაგაინტერესებთ

“გარდა იმისა, რომ ელემენტარულად არაჰუმანურია იმ პროცედურის სტიგმატიზება, რომელიც ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად ისედაც მძიმეა ყველასთვის, გასათვალისწინებელია, რომ ორსულობის შეწყვეტა ხშირად სამედიცინო ჩვენებითაა განპირობებული და აუცილებლობას წარმოადგენს”