პოლიციამ მელიქიშვილის გამზირზე აქციის მონაწილეები დააკავა

პოლიციელებმა საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე. დაკავებულთა ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, სავარაუდოდ, დაკავებულია ათამდე პირი.
წინასწარი ინფორმაციით, აქციის მონაწილეები დაკავებული არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის – სავარაუდოდ, ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის.
მელიქიშვილის გამზირზე აქციის ორ მონაწილეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
დღეს დილით, საპოლიციო ძალებმა საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც 17 ნოემბრიდან იყო გადაკეტილი.
აქციის მონაწილეებს, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ, ამ ტერიტორიაზე კარვები ჰქონდათ გაშლილი.
პოლიციამ ტერიტორიიდან კარვები აიღო და აქციის მონაწილეები იძულებით გაიყვანა მელიქიშვილის გამზირისკენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – თბილისიდან რომელიმე ფაკულტეტის გადატანა არ არის გათვალისწინებული, თბილისმა უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, ქუთაისმაც უნდა დაფაროს ყველა სპეციალობა, რეგიონული უნივერსიტეტები კი უნდა იყოს მეტად პროფილური

შალვა კერესელიძე – მაღაროში დასაქმებული მუშები უკვე ერთი წელია ღირსეულ ანაზღაურებას ითხოვენ – რა გააკეთეთ იმისთვის, რომ უმუშევრად დარჩენილი 2000 მოქალაქის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვლილიყო?