კახა ბუხრაძე – 112-ის საშუალებით ადგილობრივი მოსახლეობის მრავალი შეტყობინებაა შემოსული, ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, სამსახურში ვერ მიდიოდნენ – გზა ხელოვნურად იყო ჩაკეტილი, ხალხის საკმარისი რაოდენობა არ იყო, რომ ქალაქის პარალიზება მოეხდინათ

112-ის საშუალებით მრავალი შეტყობინებაა შემოსული – ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას. ეს გზა ორი დღის განმავლობაში იყო პარალიზებული. ხალხი სამსახურში ვერ მიდიოდა, – ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, კახა ბუხრაძემ განაცხადა, რითაც განმარტა, რატომ დაიწყო პოლიციამ მშვიდობიანი მომიტინგეების დაშლა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეების რაოდენობა საკმარისი არაა, რათა გზა გადაკეტილიყო.
„112-ის საშუალებით მრავალი შეტყობინებაა შემოსული. გადაამოწმეთ. რაოდენობას ვერ გეტყვით, მაგრამ უამრავია. ჩემი აზრით, 50-100 მაინც. ხალხი ითხოვდა გზის გაწმენდას, ორი დღის განმავლობაში იყო პარალიზებული. ხალხი სამსახურში ვერ მიდიოდა. ჩვენ ყველას უფლებებს ვიცავთ, როგორც ამ ხალხის, ასევე მოქალაქეებისაც. მივედით, ავუხსენით როგორც ჩვენ, ისე მერიის წარმომადგენლებმა, მისცეს გონივრული ვადა, რომ გაეთავისუფლებინათ აღნიშნული ტერიტორია. რა თქმა უნდა, [გზა] ხელოვნურად იყო ჩაკეტილი. გზის გადასაკეტად არასაკმარისი რაოდენობა იყო ხალხის, საკმარისი არაა იმისთვის, რომ ქალაქის პარალიზება მოახდინონ“, – განაცხადა კახა ბუხრაძე „ტვ პირველთან“ საუბარში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე გიგი უგულავაზე – 50 მილიონი აქვს მოპარული და თვითონ „მსხვილმანი თაღლითია“, სხვას ეძახის წვრილმანებს და შეურაცხყოფას აყენებს – სხვას აბრალებს და თვითონ დაუბრალებლად და ალალად არის „მსხვილმანი თაღლითი“